გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PH5RY8RS გამოქვეყნდა 11 ნოე 1 ნახვა

ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის მენეჯერი / Key Account მენეჯერი

სანდომი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾3000 / თვეში +39% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,157 ₾ · 111 განცხადება ბოლო ვადა: 9 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

სანდომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის მენეჯერი / Key Account მენეჯერი,

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის მენეჯერი / Key Account მენეჯერი სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა. სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშბათი-პარასკევი ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი ( 1 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ) გამოსაცდელ ვადაში ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები

  • სტრატეგიული და ქსელური კლიენტებისთვის გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • პარტნიორ ქსელებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება: ფასები, სადისტრიბუციო პირობები, აქციები, თაროზე განთავსება, დამატებითი სივრცეები.
  • პოტენციურ კლიენტებთან კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინირება;
  • სავაჭრო ობიექტის ფორმატიდან გამომდინარე, ასორტიმენტის განახლებასა და სააქციო პროდუქციის შერჩევასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
  • აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების კვლევის ორგანიზება და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა;
  • კონკურენტების პოზიციის, არსებული სიტუაციის, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი;
  • გეგმისა და ანალიზის შედგენა გაყიდვების ზრდის მიმართულებით, ამ კუთხით გაყიდვების გუნდის კონტროლი;
  • ფინანსური დავალიანებებისა და გადახდების კონტროლი - ინფორმაციის მოპოვება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • ოპერატორებისთვის სამუშაო გეგმის გაწერა და ყოვედღიური კონტროლი;
  • კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით;
  • კომპანიის სხვა სამსახურებთან ყოველდღიური ურთიერთიერთობა და ინფორმაციის შეგროვება ქსელურ მარკეტებში მერჩენდაიზინგის მიმართულებით.
  • დისტრიბუტორების ყოველდღიური მარშრუტის, სააქციო მარაგებისა და სასწყობის ნაშთის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • კომუნიკაციის წარმართვის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები.
  • მათემატიკური აზროვნების უნარი.
  • უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური)
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა