8549 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PJ4KWCT4 გამოქვეყნდა 8 სექ 1 ნახვა

MAVA

MAVA

ბრენდისა და მოდის კრეატიული მენეჯერი

MAVA გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია MAVA&Co აცხადებს ვაკანსიას Brand & Fashion Creative Manager- ის პოზიციაზე.

MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend. კომპანია ეძებს ბრენდის კრეატიული განვითარების მენეჯერს, რომელსაც კვალიფიკაციის გარდა აქვს ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ და სურვილი განვითარდეს ამ მიმართულებით.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება MAVA&Co -ს ბრენდების მარკეტინგისა და კრეატიული მიმართულების განვითარებაზე და შეძლებს არა მხოლოდ არსებული გეგმების შესრულებას, არამედ ახალი, გამორჩეული, კრეატიული და დასამახსოვრებელი იდეების გენერირებას და განხორციელებას. ადამიანს, რომელსაც შეუძლია შექმნას არასტანდარტული, თანამედროვე და დასამახსოვრებელი კამპანიები და კოლაბორაციები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე. ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვების გარეშე.

პირობები:

** ვაკანსიის დასახელება: Brand & Fashion Creative Manager

** სამუშაო ფორმატი: შეთანხმებით

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

** ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:

აუცილებელი მოთხოვნა:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბრენდის მარკეტინგის, მოდის მარკეტინგის ან კრეატიული მარკეტინგის მიმართულებით;

** მოდისა და საერთაშორისო მოდის ბრენდების ცოდნა;

** კრეატიული კამპანიების შექმნის გამოცდილება;

** კრეატიული კოლაბორაციებისა და ღონისძიებების დაგეგმვის გამოცდილება;

** გუნდისა და გარე პარტნიორების მართვის გამოცდილება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

** მოდის, პრემიუმ/ლუქს საცალო ვაჭრობის, პრემიუმ საბანკო სფეროს, სილამაზის, ავტომობილების ან სხვა პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდისა და კრეატიული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

** საერთაშორისო ბრენდებთან, მათ სათავო ოფისებთან კომუნიკაცია და წლიური მარკეტინგული გეგმის მართვა;

** კრეატიული კამპანიების, ბრენდის აქტივობების და კოლაბორაციების დაგეგმვა და განხორციელება;

** ფოტო და ვიდეო გადაღებების, კონტენტის შინაარსის დაგეგმვა და მართვა;

** სოციალური მედიისა და კონტენტის სტრატეგიის, ასევე მისი კალენდრის შექმნა;

** ინფლუენსერებთან თანამშრომლობის დაგეგმვა და განხორციელება;

** PR ღონისძიებების - ივენთების, კოლექციების პრეზენტაციის და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

** ადგილობრივ პრემიუმ და მოდის კომპანიებთან თანამშრომლობისა და კოლაბორაციების განვითარება;

** საერთაშორისო ბრენდებისა და მოდის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;

** ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან თანამშრომლობა CRM-ის სტრატეგიის შემუშავებაში, საერთო მარკეტინგული კამპანიებისა და კონტენტის მიმართულებით.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Brand & Fashion Creative Manager.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MAVA
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის