8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PJX34T6Y გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

მიკროავტობუსის მძღოლი

T&R Distribution გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).

20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.trd.ge/ka ან მოგვწერეთ მეილზე

T&R DISTRIBUTION

(British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მიკროავტობუსის მძღოლი (თანამშრომლების ტრანსპორტირება)

მოვალეობები:

** თანამშრომლების უსაფრთხო, კომფორტული და დროული ტრანსპორტირება დათქმული მარშრუტით.

** ავტომობილის ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი.

** საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.

პიროვნული თვისებები:

პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, თავაზიანობა და გაწონასწორებულობა.

სამუშაო გრაფიკი და პირობები

** სამუშაო რეჟიმი: თვეში 2 კვირა (ცვლებში / როტაციით).

** სამუშაო საათები:

** დილის რეისი: თანამშრომლების მოყვანა 10:00 საათისთვის.

** საღამოს რეისი: თანამშრომლების წაყვანა 18:00 საათზე.

** (დღის განმავლობაში 10:00-დან 18:00 საათამდე მძღოლი თავისუფალია, თუ არ არის გათვალისწინებული დამატებითი შიდა პროცესები).

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2

** ანაზღაურება (ფიქსირებული) 1000 ლ.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მართვის მოწმობა: D კატეგორია (მიკროავტობუსის მართვის უფლება).

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მგზავრთა გადაყვანის სფეროში (სასურველია კომპანიის პერსონალის ტრანსპორტირების გამოცდილება).

** ქალაქის ქუჩების ცოდნა: მარშრუტების ოპტიმალურად დაგეგმვისა და პიკის საათებში საცობების გვერდის ავლის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე:. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
T&R Distribution
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის