ფოტოგრაფი-მოყვარული
შენი ბრჭვყიალა ისტორია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფოტოგრაფი (მოყვარული)
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, კრეატიული და კომუნიკაბელური? მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა!
რას გააკეთებ? - გადაიღებ ლამაზ და დასამახსოვრებელ ფოტოებს; - აქტიურად დაამყარებ კომუნიკაციას გამვლელებთან, შესთავაზებ მათ ფოტოების გადაღებას და მოიზიდავ მომხმარებლებს; - იზრუნებ ფოტოების სწრაფად, ხარისხიანად დაბეჭდვასა და მომხმარებლებისთვის გადაცემაზე; - შექმნი სასიამოვნო ემოციებს და დაუვიწყარ გამოცდილებას თითოეული მომხმარებლისთვის.
რას ელის Your Sparkle Story შენგან? - კომუნიკაბელურობას, პოზიტიურ განწყობასა და ენერგიულობას; - პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და პუნქტუალურობას; - ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს; - ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი — მთავარია ინტერესი და სწავლის სურვილი.
რას გთავაზობს Your Sparkle Story? - მეგობრულ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს; - ანაზღაურებას შეთანხმებით; - საინტერესო, აქტიურ და კრეატიულ სამუშაოს; - შესაძლებლობას, გახდე ახალი და განსხვავებული ბრენდის გუნდის წევრი.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოაგზავნე შენს მიერ გადაღებული ორი ფოტო და მოკლე ინფორმაცია შენს შესახებ ელფოსტაზე. შემოუერთდი Your Sparkle Story-ს და შექმენი დაუვიწყარი ემოციები
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.