9,071 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PMCHTVGS გამოქვეყნდა 21 სექ 38 ნახვა

Red House

Red House

სამშენებლო პროექტის გაყიდვების მენეჯერი

Red House გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

კომპანიის შესახებ ( ვაკანსიის დასახელება ) სამშენებლო პროექტის გაყიდვების მენეჯერი

Red House Outsourcing არის გაყიდვებისა და მარკეტინგის აუთსორსინგ კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად სამშენებლო და დეველოპერულ სექტორზე მუშაობს. ჩვენ სრულად ვიღებთ პროექტის გაყიდვებსა და მარკეტინგს: ბრენდის შექმნიდან და პოზიციონირებიდან დაწყებული, ხელშეკრულების ხელმოწერამდე.

2020 წლიდან ვმუშაობთ დედაქალაქის ბაზარზე და დღეს ჩვენს პარტნიორებს შორის არიან წამყვანი დეველოპერული კომპანიები. თითოეულ პროექტს ვუყალიბებთ ინდივიდუალურ სტრატეგიას, რომელიც ბაზრის რეალურ მონაცემებსა და კონკურენტულ ანალიზს ეფუძნება.

რატომ Red House - 40-ზე მეტი სპეციალისტი: გაყიდვების მენეჯერები, მარკეტოლოგები, დიზაინერები, კონტენტ კრეატორები, ვიდეო-ოპერატორები და ედვერთაიზერები - მაღალი და გამჭვირვალე ანაზღაურება, რომელიც პირდაპირ შედეგზეა მიბმული - დადასტურებული შედეგები: ჩვენს პორტფოლიოში არაერთი პროექტია, რომელიც დაგეგმილზე სწრაფად გაიყიდა - თანამედროვე ინსტრუმენტები: CRM სისტემა, სრული ანალიტიკა და გამართული სამუშაო პროცესები - პროფესიული ზრდა: შიდა ტრენინგები უძრავი ქონების ბაზარზე, გაყიდვების ტექნიკებსა და კლიენტთან კომუნიკაციაზე - Red House-ში მუშაობა ნიშნავს რეალურ პროექტებზე მუშაობას, სადაც შენი შედეგი ციფრებში ჩანს.

ჩვენ გთავაზობთ : - სამშენებლო კომპანიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. - სამუშაო ადგილი : სამშენებლო ობიექტზე არსებულ კომფორტულ ოფისში. - მაღალ უკონკურენტო ანაზღაურებას . - ხშირ მივლინებებს და ბონუსებს . - ტრენინგებსა და სწავლებებს, როგორც თბილისში ასევე საქართველოში.

მოთხოვნები სავალდებულო: - გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ზეპირი და წერილობითი) - რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე - ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM სისტემები) - პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი - კლიენტზე ორიენტირებულობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება: - უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება - დეველოპერულ ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება - CRM სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Red House
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა