გაყიდვების სპეციალისტი
"ITConnect" აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების სპეციალისტი Microsoft & Google Workspace-ის ლიცენზიების მიმართულებით
ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
ძირითადი მოვალეობები:
- Microsoft 365, Microsoft Azure-ისა და Google Workspace-ის ლიცენზიების აქტიური გაყიდვა.
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე).
- კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შეთავაზება.
- კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.
- არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და დამატებითი გაყიდვების (Upsell/Cross-sell) შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია პროექტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში.
- გაყიდვების პროცესის, შედეგებისა და პროგრესის რეგულარული ანგარიშგება.
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების მუდმივი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.
- უპირატესობა მიენიჭება B2B გაყიდვების ან IT სექტორში მუშაობის გამოცდილებას.
- Microsoft 365, Google Workspace ან სხვა Cloud გადაწყვეტილებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
- MS Office-ისა და Google Workspace-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი.
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები.
- შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების მიზნების შესრულების მაღალი მოტივაცია.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე კლიენტთან/პროექტთან ერთდროულად მუშაობის უნარი.
- Microsoft-ის ან Google-ის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
- ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.