კვლევის ანალიტიკოსი - სტაჟიორი
"ეისითი გლობალი" არის კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ლიდერებს, ორგანიზაციებსა და მთავრობებს მნიშვნელოვანი ცვლილებების ძალას აძლევს. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
"ეისითი გლობალი" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტაჟიორს კვლევის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ამოცანები:
- კვლევის ანალიტიკოსების ასისტირება: კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების (შეთავაზების დოკუმენტი, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები, ხელშეკრულებები, ანალიტიკური მოდელები) მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- პროექტის გეგმის გაწერის პროცესში მონაწილეობა;
- კითხვარის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- ტრანსკრიპტების მომზადება და დაშლა;
- ინტერვიუების ჩატარება;
- შეხვედრების, ფოკუს ჯგუფების და ვორქშოფების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით;
- კვლევის მეთოდების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (C1);
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თვითორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გამართულად წერის უნარი;
- პრეზენტაციის მომზადების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის #4, I შესახვევი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (3 დღე ოფისიდან, 2 დღე ონლაინ მუშაობის შესაძლებლობა)
- სტაჟირება ანაზღაურებადია, ოდენობა განისაზღვრება გასაუბრების შედეგად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი გლობალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
შპს "ეისითი გლობალი" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში.
"ეისითი გლობალი" გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.