დასუფთავების სპეციალისტი
უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სტრუქტურული ერთეული: ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახური უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4 დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4
ჩვენ შესახებ:
უნივერსიტეტი "უნილეველი" აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.
პოზიციის მიზანი:
დასუფთავების სპეციალისტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეს, ჰიგიენურ და კომფორტულ გარემოს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.
ძირითადი მოვალეობები
- შენობის დერეფნების, სასწავლო აუდიტორიების, ოთახების, სველი წერტილებისა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება და დასუფთავება;
- სადეზინფექციო სამუშაოების პერიოდული ჩატარება;
- ყოველდღიურად, ორ საათში ერთხელ, შენობის თითოეული სართულის სავალდებულო შემოვლა;
- სველ წერტილებში რესურსებისა და მარაგების კონტროლი და პერიოდული შევსება;
- შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე სისუფთავის შენარჩუნება;
- უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: არანაკლებ სრული ზოგადი განათლება (ატესტატი).
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა
- დასუფთავების სტანდარტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია A2).
საჭირო კომპეტენციები
- პუნქტუალობა და დისციპლინა;
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- ორიენტაციის უნარი.
რას გთავაზობთ
- სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
- კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
- მუშაობას მზარდ საუნივერსიტეტო გუნდში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
როგორ გავაგზავნოთ განაცხადი:
წარმოსადგენი დოკუმენტები: რეზიუმე (CV).
წერილის სათაურში მიუთითეთ: "დასუფთავების სპეციალისტი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 დეკემბრამდე.
დასაქმების შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ცნობების წარდგენა (ეს ცნობები განაცხადთან ერთად არ იგზავნება):
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
- უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ("სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).
მომავალ ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, რეზიუმესა და საკონტაქტო მონაცემებს შევინახავთ მიმდინარე შერჩევის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე. ამ მიზნით თანხმობის არგაცემა მიმდინარე შერჩევაში მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს.
თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს უნივერსიტეტი უნილეველი დაამუშავებს მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. დამუშავების პირობები, შენახვის ვადა და თქვენი უფლებები იხილეთ: https://unilevel.ge/ge/personal-data-processing-for-candidates-ge/
შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.