მხატვარი
სოციალური საწარმო "ბაბალე" ეძებს მხატვარს კერამიკული პროდუქციის მოსახატად. ჩვენ ვქმნით ხელნაკეთ სასაჩუქრე ნივთებს და ხელს ვუწყობთ დაუნის სინდრომის მქონე პირების დასაქმებას.
თანამშრომლობის პირობები:
- თანამშრომლობა მომსახურების ხელშეკრულებით. ეს არ არის სრულგანაკვეთიანი სამუშაო.
- გრაფიკი თავისუფალია და თანხმდება ბაბალეში ხატვისთვის განსაზღვრული დროების გათვალისწინებით.
- დატვირთვა დამოკიდებულია შეკვეთებზე და შეიძლება იყოს სეზონური, პერიოდული ან რეგულარული, თავისუფალი გრაფიკის შენარჩუნებით.
- ანაზღაურება განისაზღვრება მოხატული პროდუქციის მიხედვით; ტარიფები თანხმდება წინასწარ.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე დიუმას ქ. 21.
რას მოიცავს სამუშაო:
- კერამიკული ნაწარმის მოხატვა შერჩეული ესკიზების მიხედვით - კონტურების დატანა, ფერების მომზადება და დაფერვა.
- ნამუშევრის ხარისხზე ზრუნვა და შეთანხმებული ვადების დაცვა.
- მასალებისა და ინსტრუმენტების მოვლა და სამუშაო ადგილის მოწესრიგება.
- ვორქშოფებში მონაწილეების დახმარება შესაძლებელია ცალკე შეთანხმების საფუძველზე.
რას ველით კანდიდატისგან:
- ხატვის პრაქტიკულ გამოცდილებას და კერამიკის მოხატვის მასალებისა და ტექნიკების ცოდნას.
- აკურატულობას, პასუხისმგებლობას და გუნდთან თანამშრომლობის უნარს.
- ბაბალეს სოციალური მისიისადმი ინტერესსა და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.
- სასურველია შესაბამისი სახელოვნებო განათლება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება.
როგორ გამოგვეხმაუროთ:
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო ელფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითეთ "მხატვარი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.