გერმანულენოვანი ფინანსური ბუღალტერი
კომპანია "Georgian Tax Partners LLC" აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი ფინანსური ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ
"Georgian Tax Partners" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომსახურებას უწევს გერმანელი დამფუძნებლების მიერ საქართველოში დაფუძნებულ რამდენიმე კომპანიას.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და კომპეტენტურ თანამშრომელს, რომელიც მზად იქნება პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
ჩვენი გუნდის წევრობისთვის მნიშვნელოვანია
- გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა (მინიმუმ C1 დონე);
- მინიმუმ ერთი დამატებითი უცხო ენის ცოდნა;
- საქართველოში მიღებული ბუღალტრული განათლება ან ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება საქართველოში ან გერმანიაში;
- სწრაფი ათვისების უნარი და ახალი ცოდნის მიღების სურვილი;
- ციფრებთან მუშაობის სიყვარული და გერმანულ ენაზე პროფესიული კომუნიკაციის კომფორტულად წარმართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ
- თანამედროვე სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
- მიმზიდველ, პასუხისმგებლობის შესაბამის ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- კომფორტულ სამუშაო გრაფიკს — 8 საათი დღეში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- მეგობრულ და სასიამოვნო გუნდს, რომელშიც მუშაობენ გერმანულ და ქართულ ენებზე მოსაუბრე კოლეგები;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- შესაძლებლობას, ბუღალტრული საქმიანობის გარდა, მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს კლიენტებთან საკონსულტაციო შეხვედრებსა და კომუნიკაციაში.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.