მზარეული
ახალი კაფე-ბარი "მეტეხის კუთხე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ მზარეულს. ობიექტს ექნება მოკლე და წინასწარ განსაზღვრული მენიუ.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00 საათამდე;
სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში;
ანაზღაურება: 2, 000 ლარი ხელზე თვეში;
მუშაობს ორი მზარეული ცვლებში;
მზარეულებს წინასწარი შეთანხმებით შეეძლებათ ერთმანეთში ცვლების გაცვლა.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტების მიხედვით;
** კერძების ხარისხისა და გემოს სტაბილურად შენარჩუნება;
** პროდუქტების სწორად შენახვა და გამოყენება;
** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** შეკვეთების დროულად მომზადება;
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოწესრიგება.
მოთხოვნები
** მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
** სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** გუნდთან თანამშრომლობის უნარი.
სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდით:
ტელეფონი:
ელფოსტა:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.