დიასახლისი/დამლაგებელი
კომპანია "არქიდეა" (Archidea LTD) შოურუმისთვის, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვ. პეტრიაშვილის 25, სადაც წარმოდგენილია ავეჯის, სანათების და სახლის აქსესუარების პროდუქცია, აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის/დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა: დიასახლისი პასუხისმგებელია შოურუმში, პერსონალის ოთახებში სისუფთავისა და ჰიგიენის შენარჩუნებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მტვრის გადაწმენდა;
** იატაკის დასუფთავება, მოწმენდა;
** შოურუმის მოწესრიგება, დალაგება;
** სამუშაო მაგიდების მოვლა/დასუფთავება;
** ნაგვის ურნების დაცლა და ნარჩენების გატანა;
** საწმენდი საშუალებებისა და მარაგების კონტროლი საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების მოთხოვნა.
შოურუმის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
** ზოგადი დასუფთავების სამუშაოების (დაგვა, მოწმენდა, მტვრის წმენდა);
** მსგავს გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების საბაზისო სტანდარტების ცოდნა (ქიმიური საშუალებებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება/შენახვა).
დროის მართვისა და ორგანიზების კარგი უნარები, დავალებების ეფექტურად შესასრულებლად.
პუნქტუალურობა, საიმედოობა და როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობის უნარი.
პირობები:
** სრული განაკვეთი: 10:00-17:00 კვირაში 5 დღე
** დასვენების დღე შაბათი-კვირა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.