შოურუმის კონსულტანტი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:https://elplus.ge/ სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ ანაზღაურება:1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები - კომპანიის პროდუქციისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების საფუძვლიანად შესწავლა; - მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენებისა და უპირატესობების შესახებ; - მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება; - პროდუქციის გაყიდვის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; - შეკვეთების მიღება და გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა; - ელექტრონული ზედნადებების გამოწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; - მომხმარებლებთან გრძელვადიანი და პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბება; - საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; - რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა მომხმარებელთან კომუნიკაციის დონეზე; - სასურველია გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; - სასურველია ტექნიკური პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული გამოცდილება.
უნარები და კომპეტენციები - ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი; - მომხმარებლის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - შედეგზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა; - ახალი პროდუქციისა და ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/H6PeC გისურვებთ წარმატებას!