წარმოების მენეჯერი
GNG Company აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების მენეჯერი
თუ გაქვთ საწარმოო პროცესებისა და გუნდის მართვის გამოცდილება, შეგიძლიათ სამუშაოს ორგანიზება და ტექნიკური საკითხების ოპერატიულად მოგვარება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
თქვენი ძირითადი ამოცანები იქნება: - ყოველდღიური საწარმოო საქმიანობის დაგეგმვა და გუნდის მუშაობის ორგანიზება; - სამუშაო დატვირთვისა და რესურსების განაწილება მიმდინარე პროექტების საჭიროებების მიხედვით; - შეკვეთების შესრულების ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი; - წარმოების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; - დანადგარების გამართული მუშაობისა და წარმოების უწყვეტობის უზრუნველყოფა; - მასალების რაციონალური გამოყენებისა და რესურსების ხარჯვის კონტროლი; - სხვა დეპარტამენტებთან შეთანხმებული მუშაობა პროექტების დროულად დასასრულებლად; - სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა.
ამ პოზიციაზე წარმატებისთვის მნიშვნელოვანია: - წარმოების მართვის, ტექნიკური მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით 3–5 წლიანი გამოცდილება; - გუნდის ხელმძღვანელობისა და საწარმოო სამუშაოების ორგანიზების პრაქტიკული ცოდნა; - დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და გუნდის მოტივირების უნარი; - ტექნიკურ საკითხებზე სწრაფი რეაგირება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება; - სარეკლამო წარმოებაში, პოლიგრაფიაში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; - B კატეგორიის მართვის მოწმობა; - Microsoft Office-ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა.
ჩვენთან დაგხვდებათ: - სტაბილური სამუშაო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა; - მენეჯერული პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა; - მრავალფეროვანი პროექტები და სამუშაო ამოცანები; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - თქვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე მორგებული კონკურენტული ანაზღაურება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.