მაღაზიის ადმინისტრატორი
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების, საშხაპე კაბინების და ალუმინის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.
მოვალეობები
- მარაგების აღრიცხვა.
- მაღაზიების ნაშთების კონტროლი.
- შესყიდვების ასახვა პროგრამაში.
- საწყობების მიხედვით შეკვეთების მომზადება/დადასტურება.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ს კარგად ცოდნა სავალდებულოა);
- პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სწრაფად ათვისების უნარი.
ანაზღაურება: 1600-1800 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად, + პრემია ყოველთვიური 300-400 ფარგლებში და ხელფასის ზრდის პერსპექტივით. დამატებითი ბენეფიტები: უფასო კვება კომპანიის ხარჯზე და ჯანმრთელობის დაზღვევა. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 9:00-დან 18:00 საათამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის "მაღაზიის ადმინისტრატორი".
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.