8193 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q8Z2GZEN გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

კონსულტანტი

Epicalorie
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? პირდაპირი განცხადებები სარკისებურ ასლებზე მაღლა ჩანს, განაცხადები პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან აიღე შენი განცხადება უფასოდ.

თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾1000–1500 / თვეში ბოლო ვადა:

"Epicalorie" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

Epicalorie.shop — ორგანული საკვები პროდუქტებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი - ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი 40 (ახალი ფილიალი)

"Epicalorie.shop" წარმოადგენს ევროპის კავშირში წარმოებული 500+ სახეობის ბიო და ორგანული საკვები და კოსმეტიკის პროდუქტების ექსკლუზიურ ხაზებს საქართველოში.

ჩვენი მომხმარებლები გვირჩევენ — პროდუქტის ორგანულობით, კომფორტით, ცოდნითა და გულიანი მომსახურებით.

რატომ ჩვენ?

შემოგვიერთდი და გახდი ჯანსაღი ცხოვრების ელჩი:

** მოამზადებ ზესაკვებ სასმელებს (Matcha, Superfoods, Smoothies); ** დაეხმარები მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში; ** გაუზიარებ ცოდნას ჯანმრთელ კვებასა და ჯანსაღი სილამაზის პროდუქტებზე; ** ბონუსად: გაგატარებთ ნუტრიციოლოგიისა და ბარისტას ტრენინგს — ისწავლი პროფესიონალურად.

შენი მოვალეობები:

** პროდუქციის სწორად განლაგება, კონტროლი, ფასები და ვარგისიანობა; ** მომხმარებლის კონსულტაცია და გაყიდვების მართვა; ** ონლაინ შეკვეთების მიღება და მოწესრიგება; ** თვიური გეგმის შესრულება და გაყიდვების სტიმულირება; ** ტრენინგებსა და გასტრონომიულ ტესტირებებში მონაწილეობა.

ჩვენ გეძებთ, თუ:

** ხარ კომუნიკაბელური, პოზიტიური და ენერგიული; ** შეგიძლია მარტივად აუხსნა ადამიანს ინფორმაცია; ** გაინტერესებს ორგანული საკვები პროდუქტები და კოსმეტიკა; ** ფლობ ინგლისურს (B2+) — დამატებითი ენა პლუსია; ** არ არის აუცილებელი გამოცდილება — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი + ბონუსი + ნავაჭრის პროცენტი ** სტაჟირება: 1-3 დღე (რამდენიმე საათი) ** გრაფიკი: მოქნილი (შეგიძლიათ აირჩიოთ 10-40 საათი კვირაში)

დამატებითი სარგებელი:

** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქტებზე ** ზრდადი ანაზღაურების სისტემა ** პროფესიული და კარიერული განვითარება

როგორ შეავსო განაცხადი?

გამოგვიგზავნე CV: info@epicalorie.shop ან შეავსე ონლაინ ფორმა: https://epicalorie.shop/career Instagram: https://instagram.com/epicalorie.shop Facebook: https://facebook.com/epicalorie.shop Website: https://epicalorie.shop

თუ გინდა, იყო გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ზრდაში, ჯანმრთელობასა და ცხოვრებით გაძლიერებაში ეხმარებიან, "Epicalorie" გელოდება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Epicalorie
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა