ლოგისტიკისა და საწყობის თანამშრომელი
შპს „მერკო გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკისა და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. თუ გსურთ განვითარდეთ დინამიკურ გარემოში და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს გუნდში.
მდებარეობა: თბილისი განაცხადების მიღების ვადა: 29 ოქტომბერი — 29 ნოემბერი
ძირითადი მოვალეობები: - საწყობებს შორის პროდუქციის გადაადგილება და ლოგისტიკური პროცესების მართვა. - მარაგების აღრიცხვა, სისტემატური ინვენტარიზაციისა და ნაშთების კონტროლის წარმოება. - საწყობის მოწესრიგება, სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა. - კლიენტებთან პროდუქციის დროული, ზუსტი მიწოდება და დისტრიბუცია კომპანიის სატვირთო-სამარშრუტო ავტომობილით. - გადაადგილებისა და მიწოდებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) გაფორმება და მოწესრიგება. - კომპანიის სარგებლობაში არსებული ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეზე ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე (საწყობი / ლოგისტიკა / დისტრიბუცია) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. - მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის რეალური გამოცდილება. - თბილისის ქუჩებისა და უბნების ნორმალური ცოდნა. - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება. - ფიზიკური დატვირთვისა და დინამიკურ რეჟიმში მუშაობის მზაობა.
ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში - სტაბილურ ანაზღაურებას: 1,500 ლარი (Net / ხელზე ასაღები) - კომფორტულ სამუშაო განრიგს: ორშაბათი – პარასკევი (09:00 – 18:00 სთ, 1-საათიანი შესვენებით)
განაცხადის შემოტანის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ლოგისტიკისა და საწყობის თანამშრომელი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.