1C ოპერატორი
−8% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,309 ₾ · 76 განცხადება
გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 19 დეკ
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი. ანაზღაურება: 1200 ლარი (NET); სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (10:00-20:30)
ძირითადი მოვალეობები
- იმპორტირებული პროდუქციის მიღებისა და აღრიცხვის კონტროლი;
- შეკვეთების დამუშავება და მონიტორინგი;
- ზედნადებების პროგრამაში ატვირთვა;
- პროდუქციის ნაშთებისა და შიდა გადაადგილებების კონტროლი;
- ტრანსპორტირების დაგეგმვა და მიწოდების პროცესის მონიტორინგი;
- დაბრუნებული და დაზიანებული პროდუქციის აღრიცხვა;
- თანამშრომლებთან, მძღოლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- 1C პროგრამის ცოდნა
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ შპს "ჰუალინგ-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი" ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მონაცემების გადაცემას და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას (მათ შორის თანხმობა/წინასახელშეკრულებო ურთიერთობა). მონაცემები ინახება შერჩევის დასრულებამდე, ხოლო კანდიდატის შემთხვევაში, რომლის შერჩევაც არ მოხდება არაუმეტეს 1 წლის ვადით (სამომავლო ვაკანსიებისთვის, თანხმობის საფუძველზე); დასაქმების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მის მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე გააუქმოს თანხმობა.