უფროსი ბუღალტერი
ავსტრიული ბრენდი "იულიუს მაინლის" წარმომადგენლობა საქართველოში შ.პ.ს "პრემიუმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
შრომის ანაზღაურების პირობები: განისაზღვრება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სამუშაო გრაფიკი: სრული
მოთხოვნები და უნარები
- უმაღლესის განათლება;
- ბუღალტრად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა BALANCE ცოდნა;
- საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
- ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა-კონტროლი;
- დებიტორ -კრედიტორების კონტროლი;
- სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ნაშთების კონტროლი;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა;
- საბუღალტრო გატარების წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
- რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
- მასალების ჩამოწერა;
- საბანკო ოპერაციების შესრულება;
- ხელფასების დარიცხვა;
- თანხის მოძრაობის ყოველთვიური რეპორტი;
- სალაროს ოპერაციების წარმოება.
- ბუღალტერიასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება.
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე ელმისამართზე.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 ნოემბერი
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პრემიუმ ტრეიდინგმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!