პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პაციენტებთან გულთბილი შეხვედრა, მათთან პროფესიულ, გასაგებ ენაზე საუბარი;
- პაციენტის მიღება, პროგრამაში რეგისტრაცია და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- აქტიური მოსმენა და ეფექტური რეაგირება;
- პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
- სალაროს ოპერაციების განხორციელება: თანხის მიღება და გაცემა, შესაბამისი დოკუმრენტაციის წარმოება, სალაროს ჩაბარება და გადაბარება;
- დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და რეაგირება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
ცოდნა, უნარები
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის 1 შეს. N3. (საბურთალო) ისანი, არტურ ლაისტის #1 გლდანი, მ. ნოზაძის #12
შერჩევის ეტაპები
- მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xTjP5Vid