პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

QEBGK7QP გამოქვეყნდა 2 ნოე 7 ნახვა

შესყიდვების მენეჯერი

HH Recruitment გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ეძებს შესყიდვების მენეჯერს დეველოპერული კომპანიისთვის. ვაკანსია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც აქვს სამშენებლო ან დეველოპერულ სფეროში შესყიდვების პროცესების მართვის გამოცდილება, შეუძლია სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურებების შესყიდვის ორგანიზება, მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ბიუჯეტისა და მიწოდების ვადების კონტროლი და სამშენებლო პროექტების საჭიროებებთან შესყიდვების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო მასალების, აღჭურვილობის, ინვენტარისა და მომსახურებების შესყიდვების ორგანიზება დამტკიცებული ბიუჯეტისა და პროექტის გრაფიკის შესაბამისად;
  • შესყიდვების დაგეგმვა და საჭიროებების განსაზღვრა ობიექტის ხელმძღვანელებთან, პროექტის მენეჯერებთან და ტექნიკურ გუნდთან კოორდინაციით;
  • სამშენებლო ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლებისა და კონტრაქტორების მოძიება, კომერციული შეთავაზებების შეფასება და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • შესყიდვების ბიუჯეტის, ხარჯების, შეკვეთებისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
  • შესყიდვების ხელშეკრულებების, შეკვეთებისა და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადებისა და მართვის უზრუნველყოფა;
  • მიწოდების პროცესის კოორდინაცია, მარაგების მონიტორინგი და მასალების დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მიღებული მასალების რაოდენობის, ხარისხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
  • მომწოდებლების საქმიანობის შეფასება, რისკების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მომწოდებლებისა და გადაწყვეტილებების მოძიება;
  • ხელმძღვანელობისთვის შესყიდვების, ხარჯების, მიწოდებებისა და გამოვლენილი რისკების შესახებ ანგარიშგების მომზადება;
  • კომპანიის შესყიდვების პოლიტიკის, შიდა პროცედურებისა და დოკუმენტბრუნვის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი — აუცილებელი;
  • სამშენებლო/დეველოპმენტის სფეროში ან სამშენებლო პროექტების მართვის ორგანიზაციაში სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი;
  • შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი;
  • ჩინეთის ბაზარზე მუშაობის გამოცდილება — მნიშვნელოვანი;
  • MS Office პროგრამების ცოდნა — აუცილებელი;
  • ქართული ენა — მშობლიური დონე, აუცილებელი;
  • ინგლისური ენა — B2 დონე, აუცილებელი;
  • რუსული ენა — B2 დონე, სასურველი.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: საბურთალოს ტერიტორია;
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება პროფესიული კრიტერიუმების, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დაცვით. წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

ახალი
CMX Solutions თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი დაზღვევასწავლება მიმართე აქ
2 ნოე

კონსულტანტი

თამო ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1100–1300 29 ოქტ

ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი

ახალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1130 2 ნოე

რისკ-ანალიტიკოსთა გუნდის ხელმძღვანელი

ახალი
Evolution თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
2 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა