მაღაზიის ადმინისტრატორი
შპს "Minty market" - თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე. გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ მაღაზიის ადმინისტრატორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაეხმარება სუპერმარკეტების ქსელს მაღალი სერვისის, დონისა და ეფექტური მუშაობის შენარჩუნებას.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის გაყიდვების მონიტორინგი;
- იდეების წარდგენა მომხმარებლის გამოცდილებისა და პროდუქტის ასორტიმენტის გასაუმჯობესებლად;
- ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების შესრულება.
სარგებელი
- კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი;
- ტრენინგი და მენტორობა გამოცდილი მენეჯერებისგან;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა თანადაფინანსებით.
ძირითადი მოთხოვნები
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
პიროვნული უნარები
- ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00-მდე ანაზღაურება: 1400 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპენსიო დანაზოგის ჩათვლით)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე.