7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QG4JCRDJ გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

დავლაინ ავტოიმპორტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

დავლაინ ავტოიმპორტი ეძებს შედეგზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოზიდვაზე, გაყიდვების პროცესის მართვასა და კომპანიის გაყიდვების ზრდაზე.

ძირითადი მოვალეობები: - შემოსული ლიდების დამუშავება და კვალიფიკაცია; - ახალი საცალო კლიენტებისა და დილერების მოძიება და მოზიდვა; - კლიენტებთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების მომზადება; - მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა; - ავტოაუქციონებზე ავტომობილების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა; - გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია კლიენტებთან და პარტნიორებთან; - CRM სისტემაში ინფორმაციის სწორად და დროულად ასახვა; - Follow-up პროცესისა და გაყიდვების Pipeline-ის მართვა; - კონკურენტების ანალიზი და გაყიდვების გაუმჯობესების იდეების შეთავაზება; - გასვლით ღონისძიებებსა და შეხვედრებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება; - კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების გამოცდილება; - B2B და B2C გაყიდვების პრინციპების ცოდნა; - ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვის დახურვის უნარი; - CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ავტომობილების საბაზისო ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე; - რუსული ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები: - შედეგზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი დონე; - აქტიური მოსმენისა და კლიენტის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირების უნარი; - დროის ეფექტური მართვა; - სწრაფი სწავლა და ადაპტაციის უნარი; - ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებას + მაღალი ბონუსის სისტემას; - შემოსავლის ზრდის რეალურ შესაძლებლობას შედეგების მიხედვით; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - თანამედროვე CRM სისტემასთან და გაყიდვების ინსტრუმენტებთან მუშაობას; - მზარდ და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი, შესრულებული შედეგებისა და KPI-ის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: dovelineshippinggeorgia@gmail.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
დავლაინ ავტოიმპორტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა