სპორტული მაღაზიის მენეჯერი/მოლარე
სპორტული მაღაზია აცხადებს მოტივირებული და პასუხისმგებლიანი თანამშრომლების ვაკანსიას პოზიციებზე: მაღაზიის მენეჯერი/მოლარე-კონსულტანტი.
მაღაზიის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
- თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება;
- გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების მონიტორინგი;
- მარაგებისა და პროდუქციის აღრიცხვის კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა;
- მაღაზიაში წესრიგისა და სამუშაო დისციპლინის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამებისა და სალარო სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მოლარე კონსულტანტი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტაცია და მომსახურება;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- პროდუქციის განთავსება და მაღაზიაში წესრიგის დაცვა.
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ფეხბურთისადმი ინტერესი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
ანაზღაურება :
- კონსულტანტი - 900₾ + ბონუსი;
- მენეჯერი - 1500₾.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვწერეთ,ან დაგვირეკეთ მოთითებულ ნომერზე, მიუთითეთ სასურველი პოზიცია და მოგვაწოდეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.