გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QJX145VC გამოქვეყნდა 13 ნოე 0 ნახვა

პროექტის მენეჯერი

ბილდკინგს გარე განცხადება
₾4000 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

შპს "ბილდკინგს" წარმოადგენს დინამიურად განვითარებად სამშენებლო-სარეაბილიტაციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო ტენდერებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ავარიული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროექტის მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 4000 ₾ / თვე პროექტის განხორციელების ლოკაცია: მარნეულის მუნიციპალიტეტი — შენობის რეკონსტრუქციის პროექტი.

ძირითადი მოვალეობები

  • მარნეულში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტის სრული მართვა და კოორდინაცია
  • სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმარებიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე).
  • სახელმწიფო ტენდერებისა და მუნიციპალური პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვებისა და ვადების მკაცრი კონტროლი.
  • სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური ზედამხედველობა, ხარისხის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  • პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და ფინანსური ანგარიშგება ხელმძღვანელობის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: უმაღლესი ინჟინერ-მშენებლის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
  • გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს ხელმძღვანელ პოზიციაზე (სამშენებლო სფეროში).
  • უნარები: საჯარო შესყიდვებისა და სახელმწიფო ტენდერების რეგულაციების ღრმა ცოდნა; AutoCAD-ის და სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამების სრულყოფილი ფლობა.
  • პიროვნული თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ლიდერული თვისებები, სტრატეგიული აზროვნება და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული ზრდისა და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
  • კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა