მძღოლ-ექსპედიტორი
Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში GDCC LLC აცხადებს ვაკანსიას მძღოლ ექსპედიტორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები
- დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით;
- სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა;
- პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისწრაფე, ოპერატიულობა;
- შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა;
- B ან C-კატეგორიის მართვის მოწმობა.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-18:00 სთ;
- დასვენება - შაბათი, კვირა;
- ანაზღაურება: ფიქსი-1100, ბონუსი -900 ₾, საშუალო ანაზღაურება-1900 ₾;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე საგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მძღოლ ექსპედიტორი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://www.gdcc.ge/