სერვისის სუპერვაიზერი
იტალიური რესტორანი "მილანური ბისტრო", რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, გლდანის ფილიალისთვის ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ სერვისის სუპერვაიზერს.
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ობიექტის სერვისის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებაზე, ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე.
ძირითადი მოვალეობები მოიცავს
- სერვისის გამართული მუშაობის კონტროლი და პროცესების ეფექტურად მართვა;
- ობიექტის გახსნა-დახურვის პროცესების ორგანიზება და სტანდარტების დაცვა;
- კერძების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და სტანდარტების დაცვა;
- სერვისის პერსონალის შერჩევა, აყვანა და გადამზადება;
- დისტრიბუციის მიღებების ორგანიზება და კონტროლი;
- ყოველდღიური რეპორტების შევსება, მონაცემების ზუსტი ასახვა და პროცესების აღწერა.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე;
- ანაზღაურება: 1800 ლარი (ნეტი);
- მის: გლდანი, ვეკუას 14.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და მისამართი.