მძღოლის დამხმარე
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია „პისიშოპ.ჯი’’ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: - პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და დასაწყობების უზრუნველყოფა; - გზავნილების ადრესატისათვის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა; - ტვირთის მიწოდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები: - შრომისმოყვარეობა; - ენერგიულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - შედეგზე ორიენტირებულობა; - პუნქტუალურობა; - მოტივირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ: - მაღალი სტანდარტების მქონე კომანიაში მუშაობის შესაძლებლობას - ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსი - ჯანმრთელობის დაზღვევას; - სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; - Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებ
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გისურვებთ წარმატებას!