9090 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QMG05WFP გამოქვეყნდა 30 სექ 9 ნახვა

სასტუმრო ეპიზოდი

სასტუმრო ეპიზოდი

ღამის ცვლის ადმინისტრატორი

სასტუმრო ეპიზოდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1350 / თვეში ბოლო ვადა: 31 ოქტ

ვინ ვართ ჩვენ?

სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 2 სამუშაო და 2 დასვენების დღე ანაზღაურება: 1350 ლარი ბენეფიტები: საბონუსე სისტემა / კვება / დაზღვევა / ფასდაკლება სასტუმროს სერვისებზე

ფუნქციები და მოვალეობები:

  • სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება
  • სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება
  • სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა
  • საჭიროების შემთხვევაში ბარის სივრცეში მომსახურება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
  • ინგლისური ენა B2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითონ "ღამის ცვლის ადმინისტრატორი".

ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე. გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს "Episode Hotels"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო ეპიზოდი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა