ფილიალის მენეჯერის დამხმარეს
„ინვეტ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კუმისის ფილიალის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე. შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი. კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 35 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია. სამუშაო განაკვეთი: არა სრული (კვირაში 2-3 სამუშაო დღე) ანაზღაურება: ფიქსირებული 500-650 ლარი ადგილმდებარეობა: კუმისი
ძირითადი მოვალეობები: - ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; - ფილიალში მიღებული და ფილიალიდან გასული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა და პროგრამაში გატარება; - სალარო ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება ვეტერინარული მიმართულებით სასურველია; - სასურველია მსგავს ან/და ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები: - ანალიტიკური აზროვნება; - სწორი კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 24 ოქტომბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.