8628 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QPQS9KQ1 გამოქვეყნდა 1 ოქტ 7 ნახვა

გუდვილი

გუდვილი

საწყობის სკანირების სპეციალისტი

გუდვილი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 6 ოქტ

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სკანირების სპეციალისტის პოზიციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები: - დოკუმენტის მიხედვით პროდუქციის პროგრამაში გატარება და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სკანირების პროცესის დამთავრებამდე უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება; - სკანერზე გატერებული პროდუქციის შესაბამისობის დადგენა მიღებულ ანგარიშფაქტურასთან; - შეფუთული პროდუქციის გადატანა ტვირთამწის გამოყენებით საწყობის ტერიტორიაზე განსაზღვრულ ადგილას; - დაზიანებული და გაყიდივისთვის უვარგისი პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება; - სკანერზე გატარებული პროდუქციის შეფუთვის და დასაწყობების დავალება მუშისთვის; - იმპორტირებული პროდუქციის სატვირთოდან ჩამოცლა, დახარისხება საქონლის აღრიცხვიანობისთვის და სახეობების მიხედვით შესაბამის სექციაში გადატანა ტვირთამწის გამოყენებით.

ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; - ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან)+ ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია: დიღომი; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BQvJgNLd

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გუდვილი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა