სერვისის კონსულტანტი
"iSupport | Apple Authorised Service Provider" აცხადებს სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას
თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებაში, ეს პოზიცია შენთვისაა!
ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში ** მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან ** წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან ** თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას ** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა ** დეფექტური პროდუქტების მიღება და სერვისის პროცესის მართვა ** მომხმარებლებისთვის პროდუქტის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა ** სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვა ** პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა ** კოორდინაცია ტექნიკურ დეპარტამენტებთან ** მუშაობა Apple-ის და 1C სისტემებში
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)
კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 351 ლარიდან ** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე ** ბონუსის მიღების შესაძლებლობა შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც — ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად ** გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ: ფიქსირებული ანაზღაურება იზრდება 1, 615 ლარამდე და დამატებით აქტიურდება საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია სერვისების გაყიდვების შედეგებზე.
კარიერული განვითარება და დამატებითი ბენეფიტები:
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები ** თანამშრომელთა ლოიალურობის პროგრამა ** სამუშაოდ საჭირო MacBook.
თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.
შენი კარიერა იწყება აქ!
ლინკი: https://hel-ai.com/apply/073xwe4d
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.