ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი
"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი) ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- HR პროცესების მართვა და მუდმივი გაუმჯობესება;
- თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის ხელმძღვანელობა;
- თანამშრომელთა განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების მართვა;
- ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა ჩართულობის გაძლიერება;
- კომპენსაციებისა და ბენეფიტების პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობა;
- შრომითი ურთიერთობებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- მენეჯმენტისთვის HR მიმართულებით რეკომენდაციების მომზადება;
- HR ანალიტიკისა და შესაბამისი KPI-ების მონიტორინგი.
- საკადრო ბრძანებების მომზადება;
- გათავისუფლებული თანამშრომლების დოკუმენტაციის დაარქივება;
- კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა — თანამშრომელთა დამატება, შეწყვეტა და მონაცემების განახლება;
ჩვენი მოლოდინები:
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
- HR პროცესებისა და თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის კარგი ცოდნა;
- ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებაში;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს;
- ძლიერი გუნდის წევრობას და საინტერესო გამოწვევებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.