8,516 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QVMDVFXE გამოქვეყნდა 16 სექ 5 ნახვა

Wyndham Batumi

Wyndham Batumi

სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი

Wyndham Batumi გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ოქტ

Wyndham Batumi აცხადებს ვაკანსიას: სასტუმროს მიღება განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები: - მიღება-განთავსების დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა; - სტუმრების მიღების, რეგისტრაციის, განთავსებისა და გაწერის პროცესების კონტროლი; - სტუმრების მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა; - სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული და ეფექტური მართვა; - დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი; - სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების დაგეგმვა; - სასტუმროს შიდა სტანდარტებისა და პროცედურების შესრულების კონტროლი; - სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; - ჯავშნების, ოთახების სტატუსისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი; - PMS სისტემაში მონაცემების სისწორისა და ინფორმაციის დროული განახლების კონტროლი; - ყოველდღიური ოპერაციული და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშების მომზადება; - დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობისა და სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი; - კონფლიქტური სიტუაციების პროფესიულად მართვა; - ახალი თანამშრომლების შერჩევის, გადამზადებისა და ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა.

პროფესიული მოთხოვნები: - Front Office-ის სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია; - თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი; - მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი; - სტუმრების უკუკავშირის ანალიზი და მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა; - დეპარტამენტის KPI-ების მონიტორინგი და შედეგების შეფასება; - სასტუმროს დატვირთვის, ოთახების ხელმისაწვდომობისა და ოპერაციული პროცესების კონტროლი; - პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; - დეპარტამენტის საჭიროებების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდება; - კომპანიის შიდა რეგულაციების, უსაფრთხოების წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

პერსონალური მოთხოვნები: - სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება; - მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები; - კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები; - პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ; - ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით;

სამუშაო პირობები: - ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს; - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა. შესვენება 1 საათი.

სტრესულ სიტუაციაში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/HqOUl

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Wyndham Batumi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა