8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QWSM8BT0 გამოქვეყნდა 27 აგვ 0 ნახვა

საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾2816 / თვეში ბოლო ვადა:

სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

დაქვემდებარება:

** უშუალო ხელმძღვანელი ** საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** ლიცეუმის დირექტორი

ფუნქცია-მოვალეობები

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

** უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით; ** უზრუნველყოფს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვის პროცესში მონაწილეობას, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში მომწოდებლების მოძიებას და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ყველა შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი პროცედურის ფარგლებში; ** უზრუნველყოფს გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვას და აკონტროლებს სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში განსაზღვრული ობიექტების სავარაუდო ღირებულებების შესაბამისობას ფაქტობრივ სახელშეკრულებო ღირებულებებთან; ** ახორციელებს ლიცეუმის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესში შესყიდვების სააგენტოს მიერ განსაზღვრული "შავი სიის" მონიტორინგს; ** აგროვებს შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ხელშეკრულებების შესრულებისა და საკასო შესრულების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების ატვირთვას შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ** ამზადებს ტენდერის შედეგების ოპერატიულ ანგარიშს და წარუდგენს სამსახურის უფროსს; ** სატენდერო კომისიის აპარატის წევრობისას კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, როგორც ელექტრონულ სისტემაში, ასევე მატერიალური დოკუმენტაციის სახით; ** მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, მონაწილეობს მომწოდებლების მოძიებაში და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში ყველა შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვისას; ** შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით ხელშეკრულებების პირობებისა და საკასო შესრულების შესახებ მონაცემების შეგროვება და შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვა; ** სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში განსაზღვრული კონკრეტული შესყიდვის ობიექტის ღირებულებისა და მათზე გაფორმებული სახელშეკრულებო ღირებულებების შესაბამისობის კონტროლი; ** ამზადებს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშებს და დადგენილ ვადებში წარადგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციაში, ხოლო საქმიანობის ფარგლებში ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; ** სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ახორციელებს შესყიდვების გეგმის ცვლილებას.

დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:

** უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** ხარისხი (სავალდებულო) — ბაკალავრის ხარისხი; ** ხარისხი (სასურველი) — მაგისტრის ხარისხი.

გამოცდილება:

** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა:

** შესაბამისი განათლება შესყიდვების სფეროში; ** საჯარო შესყიდვების კანონის ცოდნა; ** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა შესყიდვების სფეროში; ** სახელმწიფო შესყიდვების კანონის ფლობა.

კომპეტენციები:

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება; ** ფინანსური ანალიზის უნარები; ** რისკების შეფასებისა და მართვის უნარები.

დაგეგმვა და ორგანიზება:

** დროის მართვის უნარი; ** პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი; ** რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ხარისხზე ორიენტაცია.

პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი:

** პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და დროულად გადაწყვეტის უნარი; ** ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობის უნარი.

კომუნიკაცია:

** კომუნიკაბელურობა; ** გამართულად წერის უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).

სხვა უნარები

** უცხო ენის ცოდნა — ინგლისური, STANAG 6001 SLP 1+/1+/1+/1+ ან შესაბამისი დონე; ** Microsoft Office პაკეტის ღრმა ცოდნა (Excel, Word, PowerPoint); ** ERP სისტემების გამოყენების გამოცდილება; ** ელექტრონული შესყიდვების პლატფორმების ცოდნა; ** ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).

ანაზღაურება: 2816 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია:

** ელფოსტა: cml@mod.gov.ge ** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა