სავაჭრო წარმომადგენელი/სააფთიაქო პრისეილერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების დისტრიბიუტორს საქართველოში, როგორიცაა Kimberly Clark - „ჰაგისი“ , „კოტექსი“, „კლინექსი“ , აცხადებს ვაკანსიას ქ.ბათუმში სავაჭრო წარმომადგენლის (სააფთიაქო პრისელერი) თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: - ფიქსირებული ხელფასი - გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას - გეგმის შესრულების ბონუსი - ჯანმრთელობის დაზღვევა - FiTPass - საწვავით უზრუნველყოფა
აუცილებელი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება 1 წელი. - აჭარის რეგიონის კარგად ცოდნა - სამუშაოს დაწყებისთვის აუცილებელია - უძრავი ქონებით უზრრუნველყოფა - ავტომობილის ფლობა
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - პუნქტუალურობა - შრომისმოყვარეობა - კომუნიკაბელურობა - გუნდურობა - ახალი ობიექტების ათვისების უნარი - პროდუქციის პრეზენტაციის უნარი - დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
მოვალეობები: - უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება - უზრუნველყოს კომპანიის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია. - უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება . - აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში. - ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი. - გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე. - უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.kiladze@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; - მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; - მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; - მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; - წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; - მონაცემთა გადატანის უფლება; - ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; - თანხმობის გამოხმობის უფლება; - გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."