ფილიალის მენეჯერის ასისტენტი
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
აუცილებელი მოთხოვნა:
- უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
- გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლიდერის უნარ-ჩვევები;
მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება;
- ახალი კოლექციის დამუშავება დარბაზში წარმოსადგენად;
- შიდა ტრანსფერების მომზადება საჭიროებისამებრ;
- საწყობის მოწესრიგება;
- მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
- ახალი თანამშრომლების ტრეინინგი;
- პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
- სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.