7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

R1J95XBM გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

Silk Medical via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კლინიკა Silk Medical აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ გსურს იმუშაო პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში, ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში! პოზიცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი

სამუშაო გრაფიკი: - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება - სამუშაო საათები: 09:00 – 21:00

ძირითადი მოვალეობები: - შემომავალი ზარების მიღება და მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; - პაციენტების ჩაწერა ექიმებთან და შესაბამის მომსახურებაზე; - სატელეფონო კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში; - პაციენტების მონაცემების პროგრამაში რეგისტრაცია და განახლება; - საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში; - მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; - რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; - კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - გამოცდილების მიღებას ერთ-ერთ წარმატებულ კლინიკაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@silkmedical.ge Silk Medical გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Silk Medical
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა