აკადემიური კონკურსი - ბიზნესის სკოლა
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 06 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე.
საკონკურსო ვაკანსიები:
** მონაცემთა მეცნიერება და მონაცემთა ინჟინერია: პროფესორი - 1 ვაკანსია ** ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება: პროფესორი - 1 ვაკანსია ** პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია ** ინტელექტუალური, ავტონომიური და კიბერფიზიკური სისტემები: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია ** კიბერუსაფრთხოება: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი მოთხოვნები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით.
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ** აკადემიური საქმიანობის ხედვა ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა ** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი ** შესაბამისი სასწავლო კურსის, კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან მომიჯნავე მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორობა ან თანაავტორობა, მათ შორის — Scopus-ის ან Web of Science Core Collection-ის მიერ ინდექსირებულ ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს ** ციტირების მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus-ის ან Web of Science-ის ავტორის პროფილების ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების რაოდენობის მითითებით ** შესაბამის მიმართულებაში პრაქტიკული, კვლევითი ან ინდუსტრიული გამოცდილება, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს განხორციელებული გამოყენებითი პროექტებით, შექმნილი ან დანერგილი ალგორითმებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელებით, პროგრამული პროდუქტებით, მონაცემთა ანალიზისა და ინტელექტუალური სისტემების გადაწყვეტილებებით, საერთაშორისო/ადგილობრივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობით (როლის მითითებით), პროფესიულ ქსელებში წევრობით ან დარგში საერთაშორისო საექსპერტო საქმიანობით
შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება უკეთესი მაჩვენებლების მქონე კანდიდატს.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ** აკადემიური საქმიანობის ხედვა ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა ** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი ** შესაბამისი სასწავლო კურსის, კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის ან მომიჯნავე მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორობა ან თანაავტორობა, მათ შორის — Scopus-ის ან Web of Science Core Collection-ის მიერ ინდექსირებულ ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს ** ციტირების მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus-ის ან Web of Science-ის ავტორის პროფილების ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების რაოდენობის მითითებით ** შესაბამის მიმართულებაში პრაქტიკული, კვლევითი ან ინდუსტრიული გამოცდილება, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს განხორციელებული გამოყენებითი პროექტებით, შექმნილი ან დანერგილი ალგორითმებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელებით, პროგრამული პროდუქტებით, მონაცემთა ანალიზისა და ინტელექტუალური სისტემების გადაწყვეტილებებით, საერთაშორისო/ადგილობრივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობით (როლის მითითებით), პროფესიულ ქსელებში წევრობით ან დარგში საერთაშორისო საექსპერტო საქმიანობით
შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება უკეთესი მაჩვენებლების მქონე კანდიდატს.
თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:
** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ** საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება ** საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი) ** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი) ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ** აკადემიური საქმიანობის ხედვა ** პუბლიკაციები ** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები ** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ" ** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს) ** ინგლისური ენის (მინიმუმ B2+) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი ** დარგის შესაბამისი 3-წლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვა (რომლის ხარისხი შეფასდება გარე შემფასებლების/ექსპერტების მიერ, ანონიმურობის პრინციპის დაცვით) ** ბოლო 3-5 წლის
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.