პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

R3NDNS8E გამოქვეყნდა 11 ნოე 5 ნახვა

ოპერაციების მართვის მენეჯერი

Maxxiland გარე განცხადება
₾2500 / თვეში +16% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,157 ₾ · 111 განცხადება ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

გლდანი პლაზაში მდებარე გასართობი ცენტრი "Maxxiland" ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ ოპერაციების მართვის მენეჯერს/ან ბიზნესის განვითარების მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას გასართობი ცენტრის სრულ მართვაზე, უხელმძღვანელებს დაახლოებით 50 თანამშრომელს, განავითარებს გუნდს და ხელმძღვანელობასთან ერთად უზრუნველყოფს დასახული ბიზნესმიზნების შესრულებას.

კომპანიის შესახებ:

"Maxxiland" არის 3 000 მ²-მდე ფართობის გასართობი ცენტრი გლდანი პლაზაში. ერთ სივრცეში განთავსებულია:

  • ბოულინგი და ბილიარდი;
  • სათამაშო ზონა და სათამაშო აპარატები;
  • PlayStation და 7D;
  • დაბადების დღის დარბაზები;
  • ბარი და სამზარეულო.

ცენტრი განვითარების ახალ ეტაპზეა. ჩვენი მიზანია შევქმნათ გამართული მართვის სისტემა, ჩამოვაყალიბოთ მომსახურების მაღალი სტანდარტი და უზრუნველვყოთ ყველა მიმართულების ეფექტიანი ფუნქციონირება.

ოპერაციების მართვის მენეჯერის პოზიცია პირდაპირ ექვემდებარება ხელმძღვანელობას, უშვალოდ იღებს მონაწილეობას ბიზნესის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და დანერგვაში. პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების აღსრულებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი პლაზა სამუშაო განრიგი: 10:00-დან 19:00-მდე ან 11:00-დან 20:00-მდე ანაზღაურება: 2500 ლარი (ნეტ) + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საოპერაციო პროცესების მართვა - საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საოპერაციო პროცესებში არსებული ხარვეზების, შეფერხებების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ორგანიზება;
  • მომსახურების ხარისხის მართვა - მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვისა და დაცვის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური გამართულობა და ინფრასტრუქტურის მართვა;
  • უსაფრთხოება და საოპერაციო სტანდარტების დაცვა - უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
  • გუნდის კოორდინირებული მართვა, მოტივირება და სამუშაო პროცესების კონტროლი;
  • რესურსებისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლი;
  • ანგარიშგება და ცენტრის საოპერაციო საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • გუნდის მართვის გამოცდილება (არანაკლებ 30 კაცი);
  • შედეგზე ორიენტაცია, დისციპლინა და კონტროლის უნარი;
  • ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარი.

თუ გაქვთ გამოცდილება მრავალფუნქციური ობიექტების მართვაში, შეგიძლიათ გუნდის ორგანიზება, პროცესების სისტემაში მოყვანა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, გელოდებით Maxxiland-ის გუნდში. გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე. შერჩევა მიმდინარეობს ეტაპობრივად: რეზიუმეს განხილვა, საწყისი გასაუბრება და საბოლოო გასაუბრება ხელმძღვანელთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა