Süpervizör
olağana göre +10% · olağan 2,277 ₾ · 109 ilan
19 Eki tarihinde yayınlandı (2 gün kaldı) 19 Kas tarihine kadar başvurun
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
„Gürcistan Kartı“, საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია, სუპერვაიზერს ეძებს.
სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მართვა:
ყოველდღიური სამუშაო მიზნების განსაზღვრა დავალებების მოცულობისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით; დღიური დავალებების დაგეგმვა და გუნდთან ოპტიმალურად განაწილება მათი ლოკაციის, მარშრუტის, სამუშაო დატვირთვისა და შესრულების ვადების გათვალისწინებით; დაგეგმილი მიზნების შესრულების მონიტორინგი და დასახული შედეგების მიღწევის მხარდაჭერა; გუნდის სამუშაო დატვირთვისა და შესრულების მაჩვენებლების კონტროლი, დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის სხვაობების გამოვლენა; სამუშაო პროცესის შედეგების პერიოდული შეჯამება, მიზნების შესრულების შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, ინიციატივები დაფიქსირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საოფისე პროგრამების ცოდნა; სასურველია ოპერაციული პროცესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ანალიტიკური აზროვნების, კრიტიკულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში პრიორიტეტების განსაზღვრის, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
პიროვნული უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. ანაზღაურება: 2500 GEL (Gross)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურში მიუთითეთ "სუპერვაიზერი".
გისურვებთ წარმატებებს!