8149 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

R56HJVPH გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

სასტუმროს ადმინისტრატორი

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს.

სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება

** ჯავშნების მართვა და კონტროლი

** სტუმრების საჩივრებისა და პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა

** საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა

** ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება

მოთხოვნები:

** სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

** საოფისე პროგრამების ცოდნა

** ინგლისური ენის ცოდნა

** სასტუმროს მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს

** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)

** კვებით უზრუნველყოფას

** ანაზღაურება 1200 ლარი (NET)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე:, და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"

საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის