კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, პრიორიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი სამედიცინო განათლება, - სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება, - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები: - სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი, ექიმებთან შეხვედრების ორგანიზება. - კლინიკის სერვისებზე ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება. - სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლინიკის შესაძლებლობებზე. - სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშების წარმოება.
უნარები: - კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა - საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.
მისამართი: თბილისი, კ.ჩაჩავას N7. სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).
დეტალური ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული: https://kirurgia.selfrecruit.ge/s/ZDSK3