მონიტორინგის სპეციალისტი / თბილისი მოლი
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.
კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, ლოკაცია: თბილისი მოლი.
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული სრული განაკვეთი, ცვლებში (კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე).
ფუნქცია-მოვალეობები: - მაღაზიის თანამშრომლებისათვის ძირითადი საკონტაქტო პირი დანაკარგების, ზარალისა და უსაფრთხოების საკითხების კუთხით; - საეჭვო ქცევის ან პოტენციური საფრთხეების აღმოსაჩენად საქმიანობის მონიტორინგი; - კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; - ქურდობის ან უსაფრთხოების საფრთხეების იდენტიფიცირება; - საგამოძიებო მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების შენახვა და მოძიება; - კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობა; - გამოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის გარე უწყებებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესზე დასწრება; - ქურდობის, თაღლითობის ან უსაფრთხოების ინციდენტების საქმეების მხარდასაჭერად დეტალური ანგარიშებისა და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა; - ქურდობის შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი მოქმედება; - ქურდობისა და თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენის ინიციატივების შემუშავება; - მაღაზიების CCTV სისტემის, Sensomatic სისტემის და ყველა დაკავშირებული მოწყობილობის გამართულად მუშაობის კონტროლი, ტექნიკური მომსახურებისთვის ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია; - ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია დანაკარგების პრევენციის მიზნებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - დანაკარგების პრევენციის ან/და მონიტორინგის მიმართულებით მუშობის 1 წლიანი გამოცდილება; - სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; - კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი; - პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; - საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი; - მოქნილობა და ოპერატიულობა;
ჩვენ გთავაზობთ: - კორპორატიულ დაზღვევას; - კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს; - ანაზღაურება-1 900 ლარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/boDuugD
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.