8556 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RABREWTX გამოქვეყნდა 25 აგვ 24 ნახვა

Luxury Apartment Agency

Luxury Apartment Agency

დიასახლისი

Luxury Apartment Agency გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი დასუფთავება
₾1000–1300 / თვეში ბოლო ვადა:

Luxury Apartment Agency აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები - აპარტამენტების ყოველდღიური და სტუმრის გასვლის შემდგომი სრული დასუფთავება კომპანიის ჩეკლისტისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად; - საწოლის მოწესრიგება, თეთრეულისა და პირსახოცების შეცვლა დადგენილი წესით; - სააბაზანოს, სანიტარული კვანძის, სამზარეულოს ზონის, იატაკისა და აივნის საფუძვლიანი დასუფთავება და დეზინფექცია; - სტუმრისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების, წყლისა და სხვა აუცილებელი მარაგების შევსება; - ნომრის საბოლოო შემოწმება: სისუფთავე, სუნი, განათება, ტექნიკა, ინვენტარი და საერთო ვიზუალური მდგომარეობა; - აღმოჩენილი დაზიანების, გაუმართაობის ან დანაკლისის შესახებ ადმინისტრატორის დაუყოვნებლივ ინფორმირება; - დაკარგული და ნაპოვნი ნივთების, სტუმრის კონფიდენციალურობისა და ქონების დაცვის პროცედურების ზუსტად დაცვა; - საწმენდი საშუალებების, სამუშაო ინვენტარისა და დამხმარე სივრცეების უსაფრთხოდ, ეკონომიურად და მოწესრიგებულად მართვა. - კომპანიის ოფისში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ოფისის პერიოდული დასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პატიოსნება და დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, სისუფთავის მაღალი სტანდარტი და საქმის დროულად დასრულების უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;
  • გუნდური მუშაობისა და ადმინისტრატორთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სასტუმროში ან აპარტამენტების დასუფთავებაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; გამოცდილების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია გადამზადება;
  • ქართული ენის ცოდნა აუცილებელია; რუსული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • რას გთავაზობთ
  • სტაბილურ, არასეზონურ სამსახურს და ანაზღაურების დროულად ჩარიცხვას;
  • სასტუმროს ხარისხის სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო ინსტრუქციებსა და პრაქტიკულ გადამზადებას;
  • საჭირო სამუშაო ინვენტარს, ორგანიზებულ გარემოსა და მხარდამჭერ გუნდს;
  • კარგი შედეგების შემთხვევაში უფროსი დიასახლისის პოზიციაზე განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გამოგვეხმაუროთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ: „დიასახლისი“. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Luxury Apartment Agency
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის