8525 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RDB7CJHR გამოქვეყნდა 8 სექ 9 ნახვა

გუდვილი

გუდვილი

საწყობის მიმღები ოპერატორი - ოქროყანა

გუდვილი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1700 / თვეში ბოლო ვადა:

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები: - შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა; - მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; - მიღებული პროდუქციის დასაწყობება და FIFO პრინციპის დაცვით განთავსება; - კომპანიის სტანდარტების, შინაგანაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად მუშაობა; - მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი; - ფიზიკური სამუშაოს შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; - ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1700 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - უფასო სამგზავრო ბარათს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8wXamRue

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გუდვილი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის