ფილიალის მენეჯერი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" მესტიის ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
ფილიალი: მესტია სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე) ანაზღაურება: 2000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა; ** პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; ** მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი; ** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება; ** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; ** პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00), ტელ: 557 30 61 69.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FJIC0Utd