პრისეილერი/სავაჭრო აგენტი
შპს "არგო" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერი/სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: ბათუმი ანაზღაურება: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- ავტომობილის ტარების გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ქონებით უზრუნველყოფა;
- საკუთარი ავტომობილი.
პირადი უნარ-ჩვევები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარე;
- მიზანდასახული;
- კომუნიკაბელური;
- დროის განაწილების უნარი.
მოვალეობები
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა.
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი.
- კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი.
- ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (cv) შემდეგ მისამართზე გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!