გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RFB3RRP7 გამოქვეყნდა 13 ნოე 2 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

ფაბრიკონი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

გაყიდვების მენეჯერი (B2B, ლითონის ფაბრიკაცია)

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და აქტიურ გაყიდვების მენეჯერს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა. ამასთან, ის იქნება დამაკავშირებელი რგოლი კლიენტსა და ჩვენს საპროექტო განყოფილებას შორის.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი კლიენტების აქტიური მოძიება: სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები
  • "ცივი" ზარები, შეხვედრები, სამშენებლო ობიექტების ვიზიტები
  • კლიენტების ბაზის შექმნა და განვითარება
  • კომპანიისა და პროდუქციის წარდგენა პოტენციურ კლიენტებთან
  • შემოსული მოთხოვნების დამუშავება საპროექტო განყოფილებასთან ერთად
  • ტექნიკური დეტალების შეთანხმება კლიენტთან
  • ფასის შეთავაზების მომზადება, მოლაპარაკება და გარიგების დახურვა
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განმეორებითი შეკვეთების მოზიდვა

მოთხოვნები

  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი, სასურველია B2B სფეროში
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიების დადასტურებული გამოცდილება
  • "ცივი" კონტაქტისა და პირისპირ შეხვედრების არ უნდა გეშინოდეთ
  • მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი
  • პროაქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ტექნიკური საკითხების ძირითადი გაგება და სწავლის სურვილი
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა

უპირატესობა იქნება

  • სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება და კლიენტების არსებული ბაზა
  • ტექნიკური (სამშენებლო, მექანიკური) განათლება
  • ნახაზების კითხვის უნარი
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა
  • მართვის მოწმობა B კატეგორია/საკუთარი ავტომობილი
  • დროის სწორი მართვის უნარი
  • პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ

  • ფიქსირებულ ხელფასი: + ბონუსი გაყიდვებიდან
  • ტექნიკურ სწავლებას: ჩვენი პროდუქციისა და წარმოების პროცესის გაცნობას
  • სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, რუსუდან ჩხეტიანის N16
  • უფასო სასაუბრო დრო / დახარჯული საწვავის ანაზღაურება / დაზღვევა / ფიტპასი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა