8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

RFFCSP2Z გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

საწყობის თანამშრომელი

თერმო ცენტრი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

"თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის ქუჩა 6

ანაზღაურება: 6 თვიან საგამოცდო პერიოდში 1500 ლარი (ხელზე ასაღები), მე-7 თვიდან 1800 ლარი (ხელზე ასაღები)

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე

დამატებითი სარგებელი:

** კვება

** ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველივე თვიდან

** FitPass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების მიხედვით პროდუქციის მიღება და დასაწყობება;

** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;

** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;

** საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება;

** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;

** სასურველია საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თერმო ცენტრი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის